| მსოფლიო დღითიდღე შორდება ისეთ ჯანსაღ გარემოს, სადაც შესაძლებელია მომავალმა თაობებმა იცხოვრონ. ცხადია, რომ დღითიდღე მატულობს გარემოს დაბინძურების შემთხვევები. ამ საკითხთან დაკავშირებით ჩვენი საქმიანობა/მოქმედება, ნაკისრ მოვალეობაზე უფრო მეტად, მსოფლიოს წინაშე აღებული პასუხისმგებლობაა. ჩვენ, CelloseM-ის სახელით, პირველ რიგში ვიცით, რომ ჩვენი ცხოვრება დამოკიდებულია ბუნებრივ ნედლეულებზე და მდგრადობის თვალსაზრისით უნდა ვაკეთოთ ის, რაც ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებშია. ამიტომაც, ჩვენი საქმიანობის ყოველ ეტაპზე ვცდილობთ ვაკეთოთ ის, რაც ჩვენი გარემოსა და ჩვენი მსოფლიოსთვის საუკეთესოა. ქარხნები, რომელთანაც ჩვენ ვთანამშრომლობთ, ISO 14040 სტანდარტის შესაბამისად საქმიანობენ. აღნიშნული სტანდარტის მიხედვით განხორციელებული LCA და OLCA-ს შეფასებების თანახმად, რეგულარულად ვაკონტროლებთ ენერგიის, ემისიის, წყლისა და ნარჩენების მოხმარების ოდენობას და მაქსიმალურად ვამცირებთ მათ. აქედან გამომდინარე, ჩვენ მიერ გამოყენებული შესაფუთი მასალა და პაკეტები წარმოებულია პლასტმასისა და ქაღალდისგან, რომელთა 100 %-ის გადამუშავებაც თავიდან არის შესაძლებელი. პლასტმასის ტომრის ნაცვლად ვიყენებთ მუყაოს ტომარას, ზოგადად მაქსიმალურად ვცდილობთ ისეთი შესაფუთი მასალა გამოვიყენოთ, რომელიც თავიდან გადამუშავდება. ჩვენი მიზანია, შესაძლებელი იყოს პროდუქციაში არსებული ქიმიური ნარჩენების ბოლომდე განადგურებაც. გვსურს მოწინავეები ვიყოთ ვაწარმოოთ ისეთი პროდუქტი, რომლის 100 %-იც თავიდან გადამუშავდება, წარმოებაშიც და დისტრიბუციის ხაზშიც მოწინავე პოზიციის დაკავება გვსურს. გვჯერა, რომ ჩვენ მიერ გამოყენებული ტექნოლოგიებითა და წარმოებული პროდუქციით შეგვიძლია მდგრადი განვითარების მხარდაჭერა. უნდა ვიცოდეთ, რომ მიწა, რომელზეც ფეხს ვადგამთ და ნაკვალევს ვტოვებთ, ჩვენი მიწაა, ჩვენი მსოფლიოა, რომელზეც უნდა ვიზრუნოთ. |
უნდა ვიცოდეთ, რომ მიწა, რომელზეც ფეხს ვადგამთ და ნაკვალევს ვტოვებთ, ჩვენი მიწაა, ჩვენი მსოფლიოა, რომელზეც უნდა ვიზრუნოთ. ეს მსოფლიო კი ჩვენი ყველასია.