ჩვენს შესახებ
2019 წელს, გამომდინარე იქიდან, რომ ხარისხიან ბუნებრივ ნედლეულზე იყო მოთხოვნა, Merexim-ის ბაზაზე საქმიანობა დაიწყო CelloseM-მა. საქმიანობის პირველივე დღიდან მოყოლებული, მსოფლიოს სხვადასხვა მხარეს განახორციელა ექსპორტი, სადაც მრავალ სექტორს ესაჭიროებოდა ხარისხიანი ბუნებრივი ნედლეული. სპეციალისტთა ჯგუფისა და მსოფლიოს ოთხივე კუთხეში არსებული სადისტრიბუციო ქსელის წყალობით მალევე მოიპოვა სახელი და მოკლე დროში ცნობადი გახდა. საქმიანობის ყოველ ნაბიჯზე განხორციელებული ხარისხის კონტროლის შემოწმების შედეგად ადგილი არ ჰქონდა არანაირ შეცდომას, პროდუქციის ხარისხითა და მრავალფეროვნებით ბაზარზე თავისი ადგილი დაიმკვიდრა. დღეს CelloseM-ი, თანამედროვე გადაზიდვის სისტემის გამოყენებით, საზღვაო, სარკინიგზო და სახმელეთო გადაზიდვებით ახორციელებს პროდუქციის დისტრიბუციას. საწყობი მდებარეობს ევროპაში. ისევე როგორც ევროპაში, ასევე რუსეთშიც, კავკასიაში, თურქულ რესპუბლიკებში და შუააღმოსავლეთშიც ოთხი სხვადასხვა სადისტრიბუციო ქსელის საშუალებით ახორციელებს ექსპორტს და აწვდის ხარისხიან ბუნებრივ ნედლეულს, სამშენებლო მასალებსა და სამშენებლო ქიმიურ საშუალებებს. CelloseM-ის მიზანია, მსოფლიო სტანდარტის დონეზე აიყვანოს წარმოებული პროდუქცია, შესაბამისი ხარისხის სტანდარტების დაცვის საშუალებით, შექმნას ბრენდი.
ჩვენი მიდგომა
ჩვენ, CelloseM-ი, ვაფასებთ მთელი ცხოვრების მანძილზე სწავლას, საკუთარი თავისა და სხვების განვითარებას. ჩვენს საქმიან პარტნიორებსაც სწორედ ამის პარალელურად ვირჩევთ. ამ მოგზაურობაში ჩვენი ყველაზე მთავარი ღირებულებებია: გარემოსდაცვითი ცნობიერება და მდგრადი განვითარება. ყველაზე ძვირფასი მისია გახლავთ ის, რომ მსოფლიოს თითოეულ წერტილში და ყველა ბიზნეს სექტორში ხარისხიანი ნედლეულის მიწოდებით შევქმნად მდგრადი განვითარების მსოფლიო.
ჩვენი მიზანია, ჩვენ მიერ წარმოებული პროდუქცია მსოფლიო სტანდარტების შესაბამისი გავხადოთ და შევქმნათ ბრენდი.